შპს ,,თბილსერვის ჯგუფმა" წერეთელზე დასუფთავების აქცია ჩაატარა
13 იანვარი, 2022
შპს „თბილსერვის ჯგუფის“ თანამშრომლებმა წერეთლის 134-ში, დევნილების დასახლების მიმდებარე ტერიტორია მოსახლეობის მიერ
დაბინძურებული ნარჩენისგან გაწმინდეს. ღონისძიებაში დასუფთავების დეპარტამენტის 30-მდე თანამშრომელი იღებდა მონაწილეობას. ასევე, ადგილზე მობილიზებული იყო სპეციალური ტექნიკა. დასუფთავების სამუშაოებს ადგილზე გაეცნენ შპს ,,თბილსერვის ჯგუფის" დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი დავით ფაჩულია და დიდუბის რაიონის გამგებელი ვლადიმერ ძნელაძე.
„თბილსერვის ჯგუფი“ მოსახლეობას მოუწოდებს, სხვადასხვა ტერიტორიაზე ნარჩენების დაყრისგან თავი შეიკავონ, საყოფაცხოვრებო ნარჩენი ნაგავშემკრებ კონტეინერებში, ხოლო სამშენებლო ნარჩენი სპეციალურ ნაგავსაყრელზე განათავსონ.