შპს თბილსერვის ჯგუფი

ცხელი ხაზი 2619050
შპს „თბილსერვის ჯგუფი“ მეტეხის გვირაბში საგზაო მონიშვნების დახაზვას იწყებს
28 იანვარი, 2022
შპს „თბილსერვის ჯგუფი“ მტკვრის მარცხენა სანაპიროზე, მეტეხის გვირაბში საგზაო მონიშვნების დახაზვას იწყებს. სამუშაოები უმაღლესი ხარისხის აკრილისა და ცივი პლასტის საღებავებით შესრულდება.
სამუშაოები, დაახლოებით, 2 500 კვადრატული მეტრის ფართობზე, ორი ღამის განმავლობაში გაგრძელდება და მასში მონაწილეობას „თბილსერვის ჯგუფის“ საგზაო მონიშვნების სამსახურის 15 თანამშრომელი მიიღებს. პროექტის ღირებულება 15 000 ლარს შეადგენს.
სამუშაოების გამო, მეტეხის გვირაბში 28 იანვარს, 00:00-დან 04:00 საათამდე, ევროპის მოედნიდან იალბუზის ქუჩის მიმართულებით, ხოლო 29 იანვარს, 00:00-დან 04:00 საათამდე, იალბუზის ქუჩიდან ევროპის მოედნის მიმართულებით, ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება.
მთავარი ჩვენ შესახებ მედია ცენტრი სერვისები კანონდებლობა პროექტები
კომპანიის შესახებ სიახლე მიმდინარე
კომპანიის მენეჯმენტი განცხადება დასრულებული
სტრუქტურა
ვაკანსია
ცხელი ხაზი
2 61 90 50
კახეთის გზატკეცილი N67
(ცენტრალური ოფისი)