შპს თბილსერვის ჯგუფი

ცხელი ხაზი 2619050
შპს ,,თბილსერვის ჯგუფმა" დიღმის ტყე-პარკში დასუფთავების აქცია ჩაატარა
31 იანვარი, 2022
შპს „თბილსერვის ჯგუფის“ თანამშრომლებმა დიღმის ტყე-პარკში, დაახლოებით, 20 ჰექტარი დაბინძურებული ტერიტორია ნარჩენებისგან გაწმინდეს. ღონისძიებაში დასუფთავების დეპარტამენტის 30-მდე თანამშრომელი მონაწილეობდა.. ასევე, ადგილზე მობილიზებული იყო სპეციალური ტექნიკა.
დასუფთავების სამუშაოების მიმდინარეობისას ადგილზე იმყოფებოდნენ შპს ,,თბილსერვის ჯგუფის" დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი დავით ფაჩულია და დიდუბის რაიონის გამგებელი ვლადიმერ ძნელაძე
. „თბილსერვის ჯგუფი“ მოსახლეობას მოუწოდებს, სხვადასხვა ტერიტორიაზე ნარჩენების დაყრისგან თავი შეიკავონ, საყოფაცხოვრებო ნარჩენები ნაგავშემკრებ კონტეინერებში, ხოლო სამშენებლო ნარჩენები კი სპეციალურ ნაგავსაყრელზე განათავსონ.
მთავარი ჩვენ შესახებ მედია ცენტრი სერვისები კანონდებლობა პროექტები
კომპანიის შესახებ სიახლე მიმდინარე
კომპანიის მენეჯმენტი განცხადება დასრულებული
სტრუქტურა
ვაკანსია
ცხელი ხაზი
2 61 90 50
კახეთის გზატკეცილი N67
(ცენტრალური ოფისი)