სოფელ შინდისში დასუფთავების მასშტაბური აქცია მოეწყო
23 თებერვალი, 2022
შპს „თბილსერვის ჯგუფის“ თანამშრომლებმა, სოფელ შინდისში დაბინძურებული ფერდობები საყოფაცხოვრებო და სამშენებლო ნარჩენისგან გაწმინდეს.
აღნიშნულ ღონისძიებაში დასუფთავების დეპარტამენტის 30-მდე თანამშრომელი მონაწილეობდა. ადგილზე სპეციალური ტექნიკა იყო მობილიზებული.
სამუშაოებს, „თბილსერვის ჯგუფის“ ხელმძღვანელი დავით ფაჩულია ადგილზე გაეცნო.
„თბილსერვის ჯგუფი“ მოსახლეობას მოუწოდებს, სხვადასხვა ტერიტორიაზე ნარჩენების დაყრისგან თავი შეიკავონ. საყოფაცხოვრებო ნარჩენი ნაგავშემკრებ კონტეინერებში, ხოლო სამშენებლო ნარჩენი სპეციალურ ნაგავსაყრელზე განათავსონ.
მიმდინარე სამუშაოები თბილისის მუნიციპალიტეტის მერის დავალებით განხორციელდა.