შპს თბილსერვის ჯგუფი

ცხელი ხაზი 2619050
თბილსერვის ჯგუფი გზის გაწმენდის სამუშაოებს ახორციელებს
12 მარტი, 2022
დედაქალაქში მოსული ნალექისა და დაბალი ტემპერატურის გამო, შპს „თბილსერვის ჯგუფი“ გზის გაწმენდის სამუშაოებს ახორციელებს.
ამ დროისთვის, დაახლოებით, 1500 ტონა ტექნიკური მარილი დაიყარა: ორთაჭალაში და სოფელ ლილოში, ასევე, დედაქალაქის შემოერთებულ ტერიტორიებზე: ტაბახმელაში, კოჯორში, შინდისში, კიკეთში, სამადლოში, წყნეთში, წავკისში, ბეთანიაში, ახალდაბაში, დიდგორში, სოფელ თელოვანში.
გზების გაწმენდის სამუშაოებში ჩართულია შპს ,,თბილსერვის ჯგუფის" 200-ზე მეტი თანამშრომელი და 40 ერთეული სპეციალური ტექნიკა. სამუშაოებს ადგილზე გაეცნო კომპანიის დირექტორი დავით ფაჩულია. აღნიშნული სამუშაოები საჭიროებისამებრ, ტრანსპორტის შეუფერხებლად გადაადგილების მიზნით გაგრძელდება. პრობლემის არსებობის შემთხვევაში, დაგვიკავშირდით, როგორც „თბილსერვის ჯგუფის“, ისე მერიის ცხელ ხაზებზე.
მთავარი ჩვენ შესახებ მედია ცენტრი სერვისები კანონდებლობა პროექტები
კომპანიის შესახებ სიახლე მიმდინარე
კომპანიის მენეჯმენტი განცხადება დასრულებული
სტრუქტურა
ვაკანსია
ცხელი ხაზი
2 61 90 50
კახეთის გზატკეცილი N67
(ცენტრალური ოფისი)