თბილისის ზღვის სანაპირო ზოლი და მიმდებარე ფერდობები გაიწმინდა
01 აპრილი, 2022
შპს „თბილსერვის ჯგუფის“ თანამშრომლებმა თბილისის ზღვის სანაპირო ზოლი და მიმდებარე ფერდობები მოსახლეობის მიერ დატოვებული ნარჩენებისგან გაწმინდეს. ღონისძიებაში დასუფთავების დეპარტამენტის 30-მდე თანამშრომელი მონაწილეობდა. ასევე, ადგილზე მობილიზებული იყო სპეციალური ტექნიკა.
„თბილსერვის ჯგუფი“ მოსახლეობას მოუწოდებს, სხვადასხვა ტერიტორიაზე ნარჩენების დაყრისგან თავი შეიკავოს, საყოფაცხოვრებო საყოფაცხოვრებო ნარჩენი ნაგავშემკრებ კონტეინერებში, ხოლო სამშენებლო - სპეციალურ ნაგავსაყრელზე განათავსონ.