კრწანისის ხევში დასუფთავების მასშტაბური ღონისძიება დაიწყო
16 აპრილი, 2022
შპს „თბილსერვის ჯგუფმა“ კრწანისის ხევში დასუფთავების მასშტაბური ღონისძიება დაიწყო. სამუშაოების ფარგლებში, პრევენციის მიზნით, ხევი გაიწმინდება ფერდობებიდან ჩამოშლილი მიწისა და ქვა-ღორღისგან.
დასუფთავების მასშტაბურ სამუშაოებს, შპს ,,თბილსერვის ჯგუფის” დირექტორი დავით ფაჩულია და კრწანისის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი ლევან ჯაფარიძე და რაიონის გამგებელი ბექა მიქაუტაძე ესწრებოდნენ. დასუფთავების ღონისძიება ათი დღის განმავლობაში გაგრძელდება და მასში სანიაღვრე და სადრენაჟე ექსპლუატაციის დეპარტამენტის 60-მდე თანამშრომელი მიიღებს მონაწილეობას. ადგილზე ასევე, მობილიზებული იქნება ათი ერთეული სპეციალური ტექნიკა.
აღნიშნული სამუშაოები თბილისის მუნიციპალიტეტის მერის დავალებით ხორციელდება.