შპს თბილსერვის ჯგუფი

ცხელი ხაზი 2619050
„თბილსერვის ჯგუფის“ ხელმძღვანელი საქმიანი ვიზიტით იტალიას ეწვია
26 აპრილი, 2022
შპს ,,თბილსერვის ჯგუფის“ წარმომადგენლები, კომპანიის დირექტორის, დავით ფაჩულიას ხელმძღვანელობით, იტალიის ქალაქ პარმას ოფიციალური ვიზიტით ეწვივნენ. შეხვედრები სპეციალური ტექნიკის მწარმოებელი კომპანიის ხელმძღვანელობასთან „Dulevo International S.p.A“-ს ქარხანაში გაიმართა.

ვიზიტი მიზანი ისახავდა შპს „თბილსერვის ჯგუფსა“ და შპს „ჯი-თი გრუპს“ შორის, 2021 წლის 6 ოქტომბერს გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში, შესყიდული შვიდი ერთეული მექანიკური თვითმგველი მანქანის წარმოების პროცესის შეფასებასა და მოსაწოდებელი ტექნიკის ტესტირებაზე დასწრებას.

პროექტი EBRD-ის (ევროპის რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკი) მიერაა დაფინანსებული. აღნიშნული ინვესტიცია მიზნად ისახავს მუნიციპალური მყარი ნარჩენების სატვირთო მანქანების პარკის განახლებას, ასევე, ქუჩის დასუფთავების სერვისების მოდერნიზაციას. აღნიშნული ტექნიკა, თბილისში მაისის ბოლოს შემოვა.
მთავარი ჩვენ შესახებ მედია ცენტრი სერვისები კანონდებლობა პროექტები
კომპანიის შესახებ სიახლე მიმდინარე
კომპანიის მენეჯმენტი განცხადება დასრულებული
სტრუქტურა
ვაკანსია
ცხელი ხაზი
2 61 90 50
კახეთის გზატკეცილი N67
(ცენტრალური ოფისი)