რკინიგზის სადგურის მიდებარე ტერიტორია სამშენებლო და საყოფაცხოვრებო ნარჩენისგან დაასუფთავდა
02 მაისი, 2022
“თბილსერვის ჯგუფმა“, შპს ,,საქართველოს რკინიგზის'' თანამშრომლებთან ერთად, რკინიგზის სადგურის მიდებარე ტერიტორია სამშენებლო და საყოფაცხოვრებო ნარჩენისგან დაასუფთავა.
დასუფთავების გეგმიურ აქციაში დიდუბის რაიონის 30-კაციანი ჯგუფი მონაწილეობდა. ადგილზე მობილიზებული იყო სპეციალური ტექნიკა.
დასუფთავების სამუშაოებს ადგილზე გაეცნენ შპს ,,თბილსერვის ჯგუფის” დირექტორი დავით ფაჩულია და სს ,,საქართველოს რკინიგზის” ფილიალ მგზავრთა გადაყვანის დირექტორი დაჩი ცაგურია.