შპს თბილსერვის ჯგუფი

ცხელი ხაზი 2619050
ჭავჭავაძის გამზირის და ყიფშიძის ქუჩის გეგმიური სამუშაოები
12 მაისი, 2022
შპს „თბილსერვის ჯგუფი“ ჭავჭავაძის გამზირსა და ყიფშიძის ქუჩაზე, მიწისქვეშა ნაგავშემკრები კონტეინერების და სეპარირებული ურნების დასუფთავების გეგმიურ სამუშაოებს განაგრძობს. აღნიშნული სამუშაოების ფარგლებში, კონტეინერების შიდა კარკასი, სანიაღვრე მილები და ზედაპირი ე.წ. კერხერის აპარატით ირეცხება.

ჭავჭავაძის გამზირზე, საერთო ჯამში, 90, ხოლო ყიფშიძეზე 50 მიწისქვეშა ნაგავშემკრები კონტეინერი და 85 სეპარირებული ურნა გაირეცხა. მსგავსი ტიპის სამუშაოებს „თბილსერვის ჯგუფი“ პერმანენტულად ატარებს.

გარდა ამისა, დედაქალაქის მასშტაბით, დეზინფექცია, ასევე, უტარდება საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჩერებებს, მიწისქვეშა გადასასვლელებსა და დედაქალაქში განთავსებულ ნაგავშემკრებ კონტეინერებს.
მთავარი ჩვენ შესახებ მედია ცენტრი სერვისები კანონდებლობა პროექტები
კომპანიის შესახებ სიახლე მიმდინარე
კომპანიის მენეჯმენტი განცხადება დასრულებული
სტრუქტურა
ვაკანსია
ცხელი ხაზი
2 61 90 50
კახეთის გზატკეცილი N67
(ცენტრალური ოფისი)