შპს "თბილსერვის ჯგუფის" ისან-სამგორის რაიონულმა განყოფილებამ ლილოს ბაზრობის მიმდებარედ მასშტაბური დასუფთავებითი სამუშაოები ე.წ. "შაბათობა" მოაწყო. დასუფთავებით სამუშაოებში, რომელიც სამგორის რაიონში ჩატარდა "თბილსერვის ჯგუფის" 50-მდე სპეც თანამშრომელი მონაწილეობდა.
შპს "თბილსერვის ჯგუფი" მოუწოდებს მოსახლეობას თავი შეიკავონ ნარჩენების დაყრისგან, დაიცვან კანონი და ნარჩენები განათავსონ სპეციალურად გამოყოფილ ნაგავშემკრებ კონტეინერებში - ეგრეთწოდებულ ურნებში.
ერთად ვიზრუნოთ ქალაქის სისუფთავეზე!