შპს თბილსერვის ჯგუფი

ცხელი ხაზი 2619050
დედაქალაქში გზის მორეცხვის გეგმიური სამუშაოები გრძელდება
04 აგვისტო, 2022
„თბილსერვის ჯგუფი“ დედაქალაქში გზის მორეცხვის გეგმურ სამუშაოებს განაგრძობს

შპს „თბილსერვის ჯგუფი“ გზების მორეცხვის სამუშაოებს განაგრძობს, რომლის ფარგლებშიც, სპეციალური ტექნიკის დახმარებით, თბილისის ათივე რაიონის ცენტრალური ქუჩა და გამზირი ყოველდღიურად ირეცხება.

ამჟამად, ნაძალადევის რაიონში, გურამიშვილის გამზირი და ცოტნე დადიანის ქუჩა მოირეცხა. აქციის ფარგლებში, ასევე, დასუფთავდა ნაგავშემკრები კონტეინერები.

დასუფთავების სამუშაოებს კომპანიის დირექტორი დავით ფაჩულია და ნაძალადევის რაიონის გამგებელი ირაკლი ანდღულაძე ადგილზე გაეცნენ.

გზის მორეცხვის სამუშაოები, რომელიც მაისში დაიწყო, ოქტომბრის ბოლომდე გაგრძელდება და შემდეგ ქუჩებს მოიცავს: თამარაშვილის ქუჩა, ახალი გზა პანდუსებით, კოსტავას, შარტავას, ჩოლოყაშვილის, პუშკინის, ბარათაშვილის, გორგასალის, ჯავახიშვილის (ელბაქიძის აღმართი), მარჯანიშვილის, ათონელის, ამაღლების, სულხან-საბას, ლეონიძის, ინგოროყვას, ქიაჩელის, ახვლედიანის (ყოფილი პეროვსკაია), ნიკოლაძის ქუჩა, ფიქრის გორა, უსახელოს, ჯორჯ ბუშის, ლეხ კაჩინსკის, ცოტნე დადიანის, ვეკუას, ხიზანიშვილის, ნონეშვილის, ცაბაძის, წინამძღვრიშვილის, აბასთუმნის, პაიჭაძისა და პეტრიწის ქუჩები.

ასევე, მოირეცხება: თავისუფლების, ევროპის, ავლაბრის, გრიგოლ ორბელიანისა და გმირთა მოედნები; შოთა რუსთაველის, ჭავჭავაძის, პეკინის, დავით აღმაშენებლის, წერეთლის, რობაქიძის, ქეთევან დედოფლისა და დუმბაძის გამზირები. მორეცხვის სამუშაოები ჩატარდება გალაკტიონის, ბარათაშვილის, მეტეხისა და მშრალ ხიდებზეც.

გზების მორეცხვის სამუშაოები 00:00-დან 04:00 საათამდე პერიოდში ტარდება
მთავარი ჩვენ შესახებ მედია ცენტრი სერვისები კანონდებლობა პროექტები
კომპანიის შესახებ სიახლე მიმდინარე
კომპანიის მენეჯმენტი განცხადება დასრულებული
სტრუქტურა
ვაკანსია
ცხელი ხაზი
2 61 90 50
კახეთის გზატკეცილი N67
(ცენტრალური ოფისი)