შპს თბილსერვის ჯგუფი

ცხელი ხაზი 2619050
დედაქალაქის მასშტაბით ახალი პლასტმასის ნაგავშემკრები კონტეინერების დადგმა
12 აგვისტო, 2022
„თბილსერვის ჯგუფი“ ეტაპობრივად განაგრძობს დედაქალაქის მასშტაბით ახალი, პლასტმასის ნაგავშემკრები კონტეინერების დადგმას და დაზიანებული კონტეინერების ახლებით ჩანაცვლებას.

მიმდინარე წელს, ,,თბილსერვის ჯგუფმა“ უკვე შეისყიდა დაახლოებით, 4000 ცალი სხვადასხვა მოცულობის პლასტმასის ნაგავშემკრები კონტეინერი, რომლებიც თბილისის სხვადასხვა უბანში ეტაპობრივად განთავსდება.

ამ დროისთვის, დედაქალაქში დაახლოებით, 20 000 ნაგავშემკრები კონტეინერი დგას.

კონტეინერების განაწილების პროცესს ,,თბილსერვის ჯგუფის“ დირექტორი დავით ფაჩულია და ნაძალადევის რაიონის გამგებელი ირაკლი ანდღულაძე ესწრებოდნენ.
მთავარი ჩვენ შესახებ მედია ცენტრი სერვისები კანონდებლობა პროექტები
კომპანიის შესახებ სიახლე მიმდინარე
კომპანიის მენეჯმენტი განცხადება დასრულებული
სტრუქტურა
ვაკანსია
ცხელი ხაზი
2 61 90 50
კახეთის გზატკეცილი N67
(ცენტრალური ოფისი)