თბილისის ზღვის სანაპირო ზოლი ნარჩენებისგან გაიწმინდა
31 აგვისტო, 2022
შპს „თბილსერვის ჯგუფის“ თანამშრომლებმა თბილისის ზღვის სანაპირო ზოლი და მიმდებარე ფერდობები მოსახლეობის მიერ დატოვებული ნარჩენებისგან გაწმინდეს. ღონისძიებაში დასუფთავების დეპარტამენტის 25-მდე თანამშრომელი მონაწილეობდა. ასევე, ადგილზე მობილიზებული იყო სპეციალური ტექნიკა.
„თბილსერვის ჯგუფი“ მოსახლეობას მოუწოდებს, სხვადასხვა ტერიტორიაზე ნარჩენების დაყრისგან თავი შეიკავოს, საყოფაცხოვრებო ნარჩენი ნაგავშემკრებ კონტეინერებში, ხოლო სამშენებლო - სპეციალურ ნაგავსაყრელზე განათავსონ.