შპს თბილსერვის ჯგუფი

ცხელი ხაზი 2619050
საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში
დასუფთავების მასშტაბური სამუშაოები
06 სექტემბერი, 2022
დედაქალაქში ყოველდღიურ რეჟიმში გრძელდება დასუფთავების მასშტაბური სამუშაოები, რომლის ფარგლებში, გასულ კვირას მოირეცხა და დასუფთავდა: ვაზისუბნის II მ/რ.

მ/ს სამგორის მიმდებარე ტერიტორია, ლილოს დასახლება მთლიანად. დასუფთავების სამუშაოები ჩატარდა, ასევე, მეტეხის გვირაბში.

ჭავჭავაძის გამზირზე საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჩერებები, სეპარირებული ურნები და მიწისქვეშა ნაგავშემკრები კონტეინერები გაირეცხა.

აქციის ფარგლებში, მთაწმინდის რაიონში მოირეცხა რუსთაველის და მელიქიშვილის გამზირები და მ. კოსტავას ქუჩა, ხოლო გლდანის რაიონში-ი.ვეკუას, ო.ხიზანიშვილის ქუჩები და 3-ე და 5-ე მიკრო რაიონების გზაგამყოფები.
მორეცხვის სამუშაოები ჩატარდა ავთანდილის ქუჩაზეც.

„თბილსერვის ჯგუფი“ დასუფთავების მსგავს სამუშაოებს პერიოდულად სხვადასხვა ქუჩასა და გამზირზე ახორციელებს. რაც შეეხება გზის მორეცხვის გეგმიურ სამუშაოებს, „თბილსერვის ჯგუფი“ ზამთრის დადგომამდე ყოველდღიურად შემდეგ მისამართებზე მუშაობს: ალექსანდრე პუშკინის ქუჩა; ნიკოლოზ ბარათაშვილის ქუჩა; ვახტანგ გორგასლის ქუჩა; მიხეილ ჯავახიშვილის ქუჩა (ყოფილი ელბაქიძის ქუჩა); მეტეხის ხიდი; ბარათაშვილის ხიდი; გალაკტიონის ხიდი; გია გულუას ქუჩა; შოთა რუსთაველის გამზირი; მერაბ კოსტავას ქუჩა; პეტრე მელიქიშვილის გამზირი; თავისუფლების მოედანი; კოტე აფხაზის ქუჩა; დავით აღმაშენებლის გამზირი; კოტე მარჯანიშვილის ქუჩა; ზაარბრიუკენის მოედანი; ცოტნე დადიანის ქუჩა; ქეთევან დედოფლის გამზირი; ვარკეთილის დასახლება - ცენტრალური ქუჩები; ვაზისუბნის დასახლება - ცენტრალური ქუჩები; ლეხ კაჩინსკის ქუჩა; ავლაბრის მოედანი; ნიკოლოზ ბარათაშვილის აღმართი; ევროპის მოედანი; აკაკი წერეთლის გამზირი; გიორგი ცაბაძის ქუჩა; თამარ მეფის გამზირი; თევდორე მღვდლის ქუჩა; აბასთუმნის ქუჩა; მიხეილ წინამძღვრიშვილის ქუჩა; გრიგოლ რობაქიძის გამზირი; ფარნავაზ მეფის გამზირი; მირიან მეფის ქუჩა; დავით გურამიშვილის გამზირი; დავით სარაჯიშვილის ქუჩა; თორნიკე ერისთავის ქუჩა; ნოდარ დუმბაძის გამზირი; ანგია ბოჭორიშვილის ქუჩა; იოსებ ნონეშვილის ქუჩა; ალეკო გობრონიძის ქუჩა; ილია ჭავჭავაძის გამზირი; ზაქარია ფალიაშვილის ქუჩა; ირაკლი აბაშიძის ქუჩა; მიხეილ თამარაშვილის ქუჩა; ვაჟა-ფშაველას გამზირი; ალექსანდრე ყაზბეგის გამზირი; შალვა ნუცუბიძის ქუჩა; ჟიული შარტავას ქუჩა; პეკინის გამზირი; იური გაგარინის ქუჩა; გმირთა მოედანი; გმირთა მოედანი-მიხეილ თამარაშვილის ქუჩის დამაკავშირებელი ახალი გზა და პანდუსები; მარშალ გელოვანის გამზირი.
მთავარი ჩვენ შესახებ მედია ცენტრი სერვისები კანონდებლობა პროექტები
კომპანიის შესახებ სიახლე მიმდინარე
კომპანიის მენეჯმენტი განცხადება დასრულებული
სტრუქტურა
ვაკანსია
ცხელი ხაზი
2 61 90 50
კახეთის გზატკეცილი N67
(ცენტრალური ოფისი)