დედაქალაქში მიწისქვეშა გადასასვლელების მორეცხვის სამუშაოები გრძელდება
28 ოქტომბერი, 2022
„თბილსერვის ჯგუფმა“ გასულ ღამეს რუსთაველის გამზირსა და დავით აღმაშენებლის ხეივანში არსებულ რვა მიწისქვეშა გადასასვლელში მორეცხვის სამუშაოები ჩაატარა. დედაქალაქის მასშტაბით, მიწისქვეშა გადასასვლელების მორეცხვა, სპეციალური ტექნიკის დახმარებით, გეგმიურად ხორციელდება, ხოლო დაგვა-დასუფთავება ყოველდღიურად მიმდინარეობს. „თბილსერვის ჯგუფი“ თბილისში არსებული 54 მიწისქვეშა გადასასვლელის მოვლა-პატრონობას უზრუნველყოფს.