შპს თბილსერვის ჯგუფი

ცხელი ხაზი 2619050
დედაქალაქის მასშტაბით, საგზაო მონიშვნების სამუშაოები გრძელდება
09 ნოემბერი, 2022
გასული კვირის განმავლობაში, შპს “თბილსერვის ჯგუფის” საგზაო მონიშვნის სამსახურმა, ქ. თბილისის მასშტაბით, ჰორიზონტალური საგზაო მონიშვნის სამუშაოები განახორციელა:

ვაკის რაიონში, ფალიაშვილის ქუჩაზე, საბურთალოს რაიონში მარშალ გელოვანის ქუჩაზე, ისნის რაიონში დოდაშვილის ქუჩაზე, სამგორის რაიონში შუა მთის ქუჩაზე , კუპრაძე-სუხიშვილის ქუჩაზე. აღნიშნულ მისამართებზე, ცივი პლასტის საღებავებით დაიხაზა გზის გამყოფი ზოლები, ,,სდექ” ხაზები, ,,დაუთმეები” , მიმმართველი კუნძული, მოძრაობის მაჩვენებელი ისრები და ქვეითთა გადასასვლელი. საერთო
ჯამში, სამუშაოების ფარგლებში, დაიხაზა 506 კვადრატული მეტრი გზის მონაკვეთი.
მთავარი ჩვენ შესახებ მედია ცენტრი სერვისები კანონდებლობა პროექტები
კომპანიის შესახებ სიახლე მიმდინარე
კომპანიის მენეჯმენტი განცხადება დასრულებული
სტრუქტურა
ვაკანსია
ცხელი ხაზი
2 61 90 50
კახეთის გზატკეცილი N67
(ცენტრალური ოფისი)