ქეთევან დედოფლის გამზირზე გზის დახაზვის სამუშაოები მიმდინარეობს
11 ნოემბერი, 2022
შპს „თბილსერვის ჯგუფის“ საგზაო მონიშვნების სამსახურმა ახლად რეაბილიტირებულ ქეთევან დედოფლის გამზირზე გზის დახაზვის სამუშაოები დაიწყო. სამუშაოების ფარგლებში, უმაღლესი ხარისხის თერმო და ცივი პლასტის საღებავით გზის გამყოფი ზოლები და ველობილიკები დაიხაზება.
ცივი პლასტის საღებავით გამზირზე ქვეითთა გადასასვლელების, მიმართულების აღმნიშვნელი ისრებისა და სხვა საგზაო მონიშვნების დატანა მოხდება, აკრილის საღებავებით კი საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის განკუთვნილი სპეციალური ზოლები დაიხაზება.
დახაზვის სამუშაოები ხუთი დღის განმავლობაში გაგრძელდება და ყოველდღიურ რეჟიმში „თბილსერვის ჯგუფის“ 25 თანამშრომელი იმუშავებს.
საგზაო მონიშვნის სამუშაოები 3 600 კვ.მ-ზე ჩატარდება. პროექტის ღირებულება 115 000 ლარია.