შპს თბილსერვის ჯგუფი

ცხელი ხაზი 2619050
თბილსერვის ჯგუფი
17 ნოემბერი, 2022
შპს ,,თბილსერვის ჯგუფის” დირექტორი დავით ფაჩულია, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტში გამართულ შეხვედრას დაესწრო. საჯარო-კერძო დიალოგის ფორმატში გამართულ შეხვედრაზე, მყარი ნარჩენების მართვის სექტორში არსებული გამოწვევებისა და მათი დაძლევის გზებზე იმსჯელეს.

შეხვედრაზე USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის ფარგლებში, დაინტერესებული მხარეების ფართო სპექტრის ჩართულობით შემუშავებული პოლიტიკის დოკუმენტი განიხილეს, სადაც წინასწარი კვლევის შედეგად გაანალიზებული მყარი ნარჩენების მართვის სექტორის წინაშე მდგარი პრიორიტეტული გამოწვევებია ასახული. ამასთან, დოკუმენტი მოიცავს საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკაზე დაყრდნობით შემუშავებულ რეკომენდაციებს.

შეხვედრაში პარლამენტის წევრები, აღმასრულებელი ხელისუფლების, ბიზნეს ასოციაციებისა და კერძო კომპანიების, USAID საქართველოს და საერთაშორისო გარემოსდაცვითი ორგანიზების წარმომადგენლები და ექსპერტები მონაწილეობდნენ.
მთავარი ჩვენ შესახებ მედია ცენტრი სერვისები კანონდებლობა პროექტები
კომპანიის შესახებ სიახლე მიმდინარე
კომპანიის მენეჯმენტი განცხადება დასრულებული
სტრუქტურა
ვაკანსია
ცხელი ხაზი
2 61 90 50
კახეთის გზატკეცილი N67
(ცენტრალური ოფისი)