„თბილსერვის ჯგუფი” საგზაო მონიშვნების სამუშაოებს განაგრძობს
30 ნოემბერი, 2022
გასული კვირის განმავლობაში, შპს „თბილსერვის ჯგუფის“ საგზაო მონიშვნის სამსახურმა, ქ.თბილისის მასშტაბით, ჰორიზონტალური საგზაო მონიშვნის სამუშაოები შემდეგ მისამართებზე განახორციელა:
საბურთალოს რაიონში - მირიან მეფის ქუჩასა და ვახუშტის ხიდის პანდუსზე.; გლდანისა და ნაძალადევის რაიონებში - თიანეთის გზატკეცილზე, ქერჩის, ვ. ბოჭორიშვილის, ი. ნონეშვილის ქუჩებზე; სამგორის რაიონში - ვ. კუპრაძისა და დვალის ქუჩების კვეთაზე, ო. ლორთქიფანიძის, ბ. ჭიჭინაძის, გუმათჰესის ქუჩებზე; დიდუბისა და ჩუღურეთის რაიონებში - თევდორე მღვდლის ქუჩასა და ა. წერეთლის გამზირზე; ვაკის რაიონში - ვაჟა-ფშაველას გამზირზე და ბ. ჟღენტის ქუჩაზე; კრწანისის რაიონში - ვ. გორგასალის ქუჩაზე. აღნიშნულ მისამართებზე, ცივი პლასტის საღებავით დაიხაზა გზის გამყოფი ზოლები, ,,სდექ” ხაზები, ,,დაუთმე” ნიშნები, მიმმართველი კუნძულები, მოძრაობის მაჩვენებელი ისრები და ქვეითთა გადასასვლელები. ჯამში, საგზაო მონიშვნები 1020 კვ. მ გზის საფარზე დაიხაზა.