შპს თბილსერვის ჯგუფი

ცხელი ხაზი 2619050
,თბილსერვის ჯგუფს” შშმ პირთა დასაქმებისთვის ჯილდო გადაეცა
06 დეკემბერი, 2022
,თბილსერვის ჯგუფს” შშმ პირთა დასაქმებისთვის ჯილდო გადაეცა შშმ პირთა უფლებების დაცვის კვირეულის ფარგლებში, თბილისის საკრებულოში დასაქმების ფორუმი ჩატარდა. დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტომ, ფორუმის დაწყებამდე, საუკეთესო დამსაქმებლები და პარტნიორები სამახსოვრო სიგელებით დააჯილდოვა. შპს ,,თბილსერვის ჯგუფს”, როგორც საუკეთესო დამსაქმებელს, ჯილდო და სიგელი გადაეცა. ამჟამად, კომპანიაში 46 შშმ პირია დასაქმებული. ღონისძიებას, ,,თბილსერვის ჯგუფის” დირექტორი დავით ფაჩულია დაესწრო. ღონისძიებაზე 20-მდე კომპანიამ და ორგანიზაციამ 100-ზე მეტი ვაკანსია წარმოადგინა. სამუშაოს მაძიებელ შშმ პირებს შესაძლებლობა ჰქონდათ, დამსაქმებლებს ერთიან სივრცეში შეხვედროდნენ, კომპანიის წარმომადგენლებისგან მიეღოთ ინფორმაცია და სასურველი ვაკანსიები შეერჩიათ. ღონისძიებას შშმ პირთა თემი, პარტნიორები, დამსაქმებლები, სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ღონისძიება დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს, თბილისის მერის შშმ პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს ორგანიზებით, პრეზიდენტის ადმინისტრაციისა და თბილისის საკრებულოს მხარდაჭერით გაიმართა.
მთავარი ჩვენ შესახებ მედია ცენტრი სერვისები კანონდებლობა პროექტები
კომპანიის შესახებ სიახლე მიმდინარე
კომპანიის მენეჯმენტი განცხადება დასრულებული
სტრუქტურა
ვაკანსია
ცხელი ხაზი
2 61 90 50
კახეთის გზატკეცილი N67
(ცენტრალური ოფისი)