შპს ,,თბილსერვის ჯგუფი” დედაქალაქის მასშტაბით სანიაღვრე-სადრენაჟე ქსელების გაწმენდის სამუშაოებს განაგრძობს
20 დეკემბერი, 2022
შპს ,,თბილსერვის ჯგუფი” დედაქალაქის მასშტაბით სანიაღვრე-სადრენაჟე ქსელების გაწმენდის სამუშაოებს განაგრძობს გასული კვირის განმავლობაში, სანიაღვრე და სადრენაჟე ქსელების ექსპლოატაციის დეპარტამენტის მიერ, კრწანისის რაიონში გაიწმინდა დაახლოებით 100 გრძივი მეტრის ე.წ. "ტაბახმელას ხევის" კოლექტორი. ასევე, აღნიშნულ პერიოდში, ქალაქის მასშტაბით, გარდა ყოველდღიური სამუშაოებისა, რომელშიც შედის ქსელის რეცხვა, სანიაღვრე ჭების წმენდა, სანიაღვრე კიუვეტების წმენდა, შეასრულა შემდეგი სახის სამუშაოები: 1. საბურთალოს რ/ნ ,ბახტრიონის ქუჩაზე, მოეწყო ახალი ქსელი და დამონტაჟდა ჩარჩო-ცხაური. 2. ა. ბელიაშვილის ქუჩაზე, შეკეთდა დაზიანებული სანიაღვრე ჭები. 3. რუსთავის გზატკეცილზე მოხდა სანიაღვრე ქსელის აღდგენა. 4. ნაძალადევის რაიონში, ნ.კახიანის ქუჩაზე განხორციელდა დაზიანებული სანიაღვრე ჭების აღდგენის სამუშაოები. 5. ნიაბის ქუჩაზე შეიცვალა დაზიანებული გვერდმიმღები ჭები. 6. ელ. ახვლედიანის აღმართზე, შეიცვალა დაზიანებული ცხაურები. 7. ჩუღურეთის რაიონში, აღმაშენებლის გამზირზე, შეკეთდა დაზიანებული ცხაურები. 8. ნ. რამიშვილის N36, დაზიანებული 1200x1200 მმ რ/ბ ფილის შეცვლა ჩარჩო ხუფით.