შპს თბილსერვის ჯგუფი

ცხელი ხაზი 2619050
დიდი დიღმის ტერიტორია დასუფთავდა
24 მარტი, 2016
შპს „თბილსერვის ჯგუფის“ დიდუბის რაიონულმა განყოფილებამ, დიდი დიღმის ტერიტორიაზე მასშტაბური დასუფთავებითი სამუშაოები დაიწყო. 
აქციის ფარგლებში, დიდ დიღომში III მიკრო რაიონის მიმდებარედ, მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე აღმოჩენილი უკანონო სამშენებლო, ინერტული ნაგავსაყრელის დასუფთავება დაიწყო. ნარჩენების რაოდენობიდან გამომდინარე ტერიტორიის დასუფთავება ეტაპობრივად განხორციელდება. ადგილზე „თბილსერვის ჯგუფის“ დიდუბის რაიონული განყოფილების რამოდენიმე ერთეული მძიმეტექნიკა და სპეც თანამშრომლები მუშაობენ.
შპს „თბილსერვის ჯგუფი“ მოსახლეობას მოუწოდებს თავი შეიკავონ საყოფაცხოვრებო და სამშენებლო ნარჩენების თვითნებურად დაყრისგან, საყოფაცხოვრებო ნარჩენები განათავსონ საცხოვრებელი სახლის წინ მდებარე ნაგავშემკრებ კონტეინერებში, ხოლო სამშენებლო ნარჩენები გლდანის შემოვლითი გზის მე-15 კილომეტრის მიმდებარედ სპეციალურად სამშენებლო ნარჩენებისათვის გამოყოფილ ტერიტორიაზე. წინააღმდეგ შემთხვევაში ადმინისტრაციულ-სამართლებრივი ღონისძიებები ყველა სამართალდამრღვევი პირის მიმართ განხორციელდება.
მთავარი ჩვენ შესახებ მედია ცენტრი სერვისები კანონდებლობა პროექტები
კომპანიის შესახებ სიახლე მიმდინარე
კომპანიის მენეჯმენტი განცხადება დასრულებული
სტრუქტურა
ვაკანსია
ცხელი ხაზი
2 61 90 50
კახეთის გზატკეცილი N67
(ცენტრალური ოფისი)