„თბილსერვის ჯგუფის“ განცხადება
10 იანვარი, 2023
დედაქალაქში მოსული ნალექისა და დაბალი ტემპერატურის გამო, შპს „თბილსერვის ჯგუფი“ მეორე დღეა, დედაქალაქსა და თბილისს შემოერთებულ ტერიტორიებზე გზის გაწმენდის სამუშაოებს ახორციელებს. სამუშაოები გუშინ გვიან ღამით დაიწყო და თბილისის მასშტაბით, ამ დრომდე, დაახლოებით, 350 ტონა ტექნიკური მარილი დაიყარა. სამუშაოებში ჩართულია კომპანიის 200-მდე თანამშრომელი და სამი ათეული სპეციალური ტექნიკა.
შპს ,,თბილსერვის ჯგუფი” მოუწოდებს მოსახლეობას, ქალაქში მოძრაობისას, გამოიჩინონ მაქსიმალური სიფრთხილე, ხოლო იმ მოქალაქეებს, რომელთა ავტომობილებსაც არ აქვს ზამთრის სეზონის საბურავები, მიმართავს თხოვნით, თავი შეიკავონ გადაადგილებისგან.
გზების გაწმენდის სამუშაოები საჭიროებიდან გამომდინარე, კვლავ გაგრძელდება, რათა ავტოტრანსპორტით გადაადგილება შეუფერხებლად იყოს შესაძლებელი. პრობლემის არსებობის შემთხვევაში, დარეკეთ „თბილსერვის ჯგუფის“ ცხელ ხაზზე - 2 61 90 50 ან თბილისის მერიის ცხელ ხაზზე - 2 72 22 22.