.„თბილსერვის ჯგუფი“ გზის გაწმენდის სამუშაოებს აწარმოებს
11 იანვარი, 2023
დედაქალაქში მოსული ნალექისა და დაბალი ტემპერატურის გამო, შპს „თბილსერვის ჯგუფი“ გზის გაწმენდის სამუშაოებს ახორციელებს. სამუშაოები 8 იანვარს, გვიან ღამით დაიწყო და თბილისის მასშტაბით, ამ დრომდე, დაახლოებით, 600 ტონა ტექნიკური მარილი დაიყარა.
ამ ეტაპზე, ტექნიკური მარილი დაყრილია დავით აღმაშენებლის ხეივანში, ქოშიგორის დასახლებაში, მუხათგვერდის სასაფლაოსთან, სოფელ დიღომში;
გზის გაწმენდის სამუშაოები გლდანისა და ნაძალადევის რაიონებში, შემდეგ ლოკაციებზე მიმდინარეობდა: ქერჩის, ვეკუა-ხიზანიშვილის, ჭიჭინაძის, ჭავჭავაძის, მშვიდობის, რჩეულიშვილის, თავისუფლების, შოთაძის, ავჭალის, ვარდის უბნის, გმირ კურსანტთა, ნონეშვილის, გობრონიძის, იოსელიანის, ანაპის, ჩარგლის, ზიგზაგის, ხორნაბუჯის, გუდამაყრის ქუჩებზე, ასევე, სარაჯიშვილის გამზირზე, ზაჰესის ხიდზე, სოფელ გიორგიწმინდაში, ლოტკინის და სანერგეს დასახლებაში.
ისნისა და სამგორის რაიონებში სამუშაოები შემდეგ ლოკაციებზე მიმდინარეობდა: მეტეხის აღმართზე, მუჯირიშვილის, ნიაბის, კაკაბეთის, ხომერიკის, ფშავის, ჰოსპიტლის, უშაკოვის, პატარიძის , საინგილოს, მარტყოფის, გუმბრის ქუჩებზე; ვაზისუბნის 1,2,3,4 მ/რაიონებში, მახათას მთაზე; კახეთის გზატკეცილზე, აეროპორტის დასახლებაში; პატარა ლილოსა და დიდ ლილოში, ნასაგურში, წინუბანში, ჯავახეთის, კუპრაძის, სუხიშვილის, საქართველოს ერთიანობისათვის მებრძოლთა, მაისურაძის , გახოკიძის ქუჩებზე, ასევე, თბილისის ზღვის შემოვლით გზაზე.
მთაწმინდის, კრწანისისა და ჩუღურეთის რაიონებში ტექნიკური მარილი დაიყარა: ამაღლების ქუჩიდან სოფელ პანტიანამდე, ჯაფარიძის, ჟვანიას, რჩეულიშვილის ქუჩებზე, ლაგუნა ვერეს პანდუსებზე, ზემო ფონიჭალაში მიმავალ გზაზე, ხუდადოვისა და ცაიშის ქუჩაზე, მახათას და ნორიოს აღმართებზე, ორთაჭალიდან შინდისში ამავალ ახალ გზაზე, შინდისის აგარაკებზე, მნათობის, ბაგრატიონის , დავითაშვილისა და გუმათის ქუჩებზე; გზების გაწმენდის სამუშაოები ინტენსიურად ხორციელდება დედაქალაქს შემოერთებულ ტერიტორიებზე: ტაბახმელაში, კიკეთში, ახალდაბაში, სამადლოში, კოჯორში, ბეთანიაში, წავკისში, წყნეთში, დიდგორსა და თელოვანაში.
მიმდინარე სამუშაოებს „თბილსერვის ჯგუფის“ დირექტორი დავით ფაჩულია ადგილზე გაეცნო.
სამუშაოები, ავტოტრანსპორტის უსაფრთხო და შეუფერხებელი გადაადგილების მიზნით, კვლავ გრძელდება. პრობლემის არსებობის შემთხვევაში, დარეკეთ „თბილსერვის ჯგუფის“ ცხელ ხაზზე - 2 61 90 50 ან თბილისის მერიის ცხელ ხაზზე - 2 72 22 22.