სანიაღვრე-სადრენაჟე ქსელების გაწმენდის სამუშაოები
21 იანვარი, 2023
შპს ,,თბილსერვის ჯგუფი” დედაქალაქის მასშტაბით სანიაღვრე-სადრენაჟე ქსელების გაწმენდის სამუშაოებს განაგრძობს
გასული კვირის განმავლობაში, სანიაღვრე და სადრენაჟე ქსელების ექსპლოატაციის დეპარტამენტის მიერ, კრწანისის რაიონში გაიწმინდა დაახლოებით 150 გრძივი მეტრის ე.წ. "ტაბახმელას ხევის" კოლექტორი.
ასევე, აღნიშნულ პერიოდში, ქალაქის მასშტაბით, გარდა ყოველდღიური სამუშაოებისა, რომელშიც შედის ქსელის რეცხვა, სანიაღვრე ჭების წმენდა, სანიაღვრე კიუვეტების წმენდა, შეასრულა შემდეგი სახის სამუშაოები:
1. სამგორის რ/ნ ჯავახეთის ქ. N150 შეკეთდა დაზიანებული ჭა;
2.აკაკი ბელიაშვილის N187 შეკეთდა 2 დაზიანებული სანიაღვრე ჭა, ასევე, შეიცვალა 2 ჩარჩო ცხაური, გაუქმდა 2 სანიაღვრე გვერდმიმღები;
3. წყნეთში, შოთა რუსთაველის ქუჩა N 102 მიმდებარედ , შეკეთდა დაზიანებული კიუვეტის არასტანდარტული ცხაურები;
4. საბურთალოს რ/ნ დ.გამრეკელის ქუჩა N1 შეკეთდა დაზიანებული კიუვეტი;
5. სამგორის რ/ნ ვარკეთილის მე-3 მას. მე-4 კვრტ. კორ. N2 შეკეთდა დაზიანებული სანიაღვრე ჭა;
6. კრწანისის რ/ნ, ორთაჭალა კალანდაძის ქუჩა N10 შეკეთდა სანიაღვრე ჭა, შეიცვალა 1 ჩარჩო ცხაური;
7. სამგორის რ/ნ ვარკეთილის მე-3 მასივი მე-8კვრ. კორ.N9 შეკეთდა დაზიანებული სანიაღვრე ჭა;
8. გლდანის რაიონში, ალ. შეშელიძის ქუჩა N8 შეკეთდა დაზიანებული ჭები, შეიცვალა 2 ჩარჩო-ხუფი;
9. დიდუბის რ/ნ აკაკი ბელიაშვილის ქუჩა N115 შეიცვალა დაზიანებული ფილა;
10. სამგორის რაიონში, ვაზისუბნის მე-3მკრ. 1კვ. კორპ.N5 შეკეთდა დაზიანებული სანიაღვრე ჭები;
11. საინგილოს ქ. 82 შეკეთდა დაზიანებული ჭები;