შპს თბილსერვის ჯგუფი

ცხელი ხაზი 2619050
თბილისის ზღვის სანაპირო ზოლი და მიმდებარე ფერდობები ნარჩენებისგან გაიწმინდა
25 იანვარი, 2023
შპს „თბილსერვის ჯგუფის“ თანამშრომლებმა თბილისის ზღვის სანაპირო ზოლი და მიმდებარე ფერდობები მოსახლეობის მიერ დატოვებული ნარჩენებისგან გაწმინდეს. ღონისძიებაში დასუფთავების დეპარტამენტის 20-მდე თანამშრომელი მონაწილეობდა. ასევე, ადგილზე მობილიზებული იყო სპეციალური ტექნიკა. თემქის და ლოტკინის დასახლებების მიმდებარედ, დასუფთავების აქცია ორი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა.

„თბილსერვის ჯგუფი“ მოსახლეობას მოუწოდებს, სხვადასხვა ტერიტორიაზე ნარჩენების დაყრისგან თავი შეიკავოს, საყოფაცხოვრებო ნარჩენი ნაგავშემკრებ კონტეინერებში, ხოლო სამშენებლო - სპეციალურ ნაგავსაყრელზე განათავსონ.
მთავარი ჩვენ შესახებ მედია ცენტრი სერვისები კანონდებლობა პროექტები
კომპანიის შესახებ სიახლე მიმდინარე
კომპანიის მენეჯმენტი განცხადება დასრულებული
სტრუქტურა
ვაკანსია
ცხელი ხაზი
2 61 90 50
კახეთის გზატკეცილი N67
(ცენტრალური ოფისი)