„თბილსერვის ჯგუფი” საგზაო მონიშვნების სამუშაოებს განაგრძობს
31 იანვარი, 2023
გასული კვირის განმავლობაში, შპს „თბილსერვის ჯგუფის“ საგზაო მონიშვნის სამსახურმა, ქ.თბილისის მასშტაბით, ჰორიზონტალური საგზაო მონიშვნის სამუშაოები შემდეგ მისამართებზე განახორციელა: საბურთალოს რაიონში-პეკინის და პეტრე იბერის ქუჩებზე;
ვაკის რაიონში -ყიფშიძისა და გაბაშვილის ქუჩების კვეთაზე; გლდანის რაიონში: დუმბაძის და გობრონიძის ქუჩებზე; სამგორის რაიონში: ქინძმარაულის ქუჩაზე;
აღნიშნულ მისამართებზე, ცივი პლასტის და აკრილის საღებავით დაიხაზა გზის გამყოფი ზოლები, ,,სდექ” ხაზები, ,,დაუთმე” ნიშნები, მიმმართველი კუნძულები, მოძრაობის მაჩვენებელი ისრები, ქვეითთა გადასასვლელები და ველობილიკები, ჯამში, საგზაო მონიშვნები 1507, 23 კვ. მ გზის საფარზე დაიხაზა.