,,თბილსერვის ჯგუფი” საგზაო მონიშვნის სამუშაოებს განაგრძობს
11 თებერვალი, 2023
,,თბილსერვის ჯგუფი” საგზაო მონიშვნის სამუშაოებს განაგრძობს გასული კვირის განმავლობაში, შპს „თბილსერვის ჯგუფის” საგზაო მონიშვნების სამსახურმა, ქ.თბილისის მაშტაბით , ჰორიზონტალური საგზაო მონიშვნის სამუშაოები განახორციელა შემდეგ მისამართებზე:
ვაკე -საბურთალოს რაიონში: უნივერსიტეტის ქუჩიდან მაცხოვრის ამაღლების ეკლესიამდე; გლდანის რაიონში: ნონეშვილის, უცნობ გმირთა, შანავას და დივიზიის ქუჩებზე; ისნის რაიონში: ქეთევან დედოფლის გამზირსა და წინანდლის ქუჩების კვეთაზე;
აღნიშნულ მისამართებზე , ცივი პლასტის და აკრილის საღებავით დაიხაზა გზის გამყოფი ზოლები, ,,სდექ” ხაზები, ,,დაუთმეები”, მიმმართველი კუნძულები, მოძრაობის მაჩვენებელი ისრები, ქვეითთა გადასასვლელები და ველობილიკები . ჯამში, დაიხაზა 780,89 მ2 კვ მეტრი გზის საფარი.
აღნიშნული პროექტი განხორციელდა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს დავალების საფუძველზე.