„თბილსერვის ჯგუფის“ დირექტორმა დავით ფაჩულიამ დასუფთავების დეპარტამენტის თანამშრომელ ქალებს 8 მარტი მიულოცა.
08 მარტი, 2023
„ჩვენს კომპანიაში ამ დროისთვის 1963 ქალი მუშაობს. თითოეულ მათგანს ვულოცავ ქალთა საერთაშორისო დღეს. ჯანმრთელობას, ბედნიერებას, კეთილდღეობასა და მშვიდობას ვუსურვებ. ჩვენი საამაყო ქალბატონების გარეშე „თბილსერვის ჯგუფის“ მუშაობა ვერ იქნებოდა ეფექტიანი. ისინი ყოველდღიურ რეჟიმში დაუღალავად შრომობენ იმისათვის, რომ თბილისი სუფთა, განათებული და მოწესრიგებული ქალაქი იყოს, რისთვისაც ძალიან მადლიერები ვართ“, - აღნიშნა დავით ფაჩულიამ.
შეხვედრის განმავლობაში „თბილსერვის ჯგუფის“ დირექტორმა თანამშრომლებთან სამუშაო პირობების, გრაფიკისა და მათთვის მნიშვნელოვანი საკითხების შესახებ ისაუბრა.