თბილისის ზღვის სანაპიროს ერთ-ერთ მონაკვეთზე დასუფთავების აქცია გაიმართა
22 მარტი, 2023
წყლის რესურსების დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, თბილისის ზღვის სანაპიროს ერთ-ერთ მონაკვეთზე დასუფთავების აქცია ჩატარდა.
გარემოსდაცვით აქტივობაში მონაწილეობა მიიღეს შპს „თბილსერვის ჯგუფის“ თანამშრომლებმა და დირექტორმა დავით ფაჩულიამ, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილმა, „საქართველოს მწვანეთა მოძრაობის“ წარმომადგენლებმა და აღნიშნული ორგანიზაციის თავმჯდომარე ნინო ჩხობაძემ.
„მოგეხსენებათ, თბილისის ზღვა დედაქალაქისთვის უმნიშვნელოვანესი წყალსაცავია და ჩვენ სანაპირო ზოლს სისტემატურად ვასუფთავებთ. ამჯერად თბილისის ზღვის სანაპიროს ერთ-ერთი მონაკვეთი წყლის რესურსების დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით დავასუფთავეთ. მსგავსი ტიპის აქციებს მომავალშიც აუცილებლად დავგეგმავთ. წყლის რესურსების დაცვის დღე მნიშვნელოვანია გარემოსდაცვითი აქტივობების ჩასატარებლად და ამ მხრივ საზოგადოების ცნობიერების ასამაღლებლად“, - აღნიშნა დავით ფაჩულიამ.
ანალოგიური ღონისძიებები, დედაქალაქის გარდა, საქართველოს სხვადასხვა მუნიციპალიტეტში მთელი კვირის განმავლობაშია დაგეგმილი. წყლის რესურსების დაცვის საერთაშორისო დღე მსოფლიოს მასშტაბით 1993 წლიდან აღინიშნება.