შპს თბილსერვის ჯგუფი

ცხელი ხაზი 2619050
ლორთქიფანიძის ქუჩაზე არსებული არხი დასუფთავდა
24 მარტი, 2023
შპს „თბილსერვის ჯგუფის“ თანამშრომლებმა სამგორის რაიონში, გრიგოლ ლორთქიფანიძის ქუჩაზე, რკინიგზის ლიანდაგების მიმდებარედ არსებული არხი საყოფაცხოვრებო ნარჩენებისგან გაწმინდეს.

სამუშაოებს „თბილსერვის ჯგუფის“ დირექტორი დავით ფაჩულია გაეცნო. ადგილზე მობილიზებული იყო სპეციალური ტექნიკაც.

„რკინიგზის ლიანდაგებთან არსებული არხი არ არის „თბილსერვის ჯგუფის“ მოვლა-პატრონობაში, თუმცა გავითვალისწინეთ ადგილობრივი მოსახლეობის მოთხოვნა და ტერიტორია ნარჩენებისგან სრულად გაიწმინდა. მინდა მოვუწოდო მოქალაქეებს და ასევე, მიმდებარედ არსებული საწარმოების თანამშრომლებს, ნუ დაანაგვიანებენ არხს და საყოფაცხოვრებო ნარჩენი მისთვის განკუთვნილ კონტეინერებში მოათავსონ“, - აღნიშნა დავით ფაჩულიამ.

შეგროვილი პლასტმასის მასალა „თბილსერვის ჯგუფის“ ტერიტორიაზე სპეციალური დანადგარით დაიპრესება, რაც შემდეგ გასხვისდება და გადამუშავდება.
მთავარი ჩვენ შესახებ მედია ცენტრი სერვისები კანონდებლობა პროექტები
კომპანიის შესახებ სიახლე მიმდინარე
კომპანიის მენეჯმენტი განცხადება დასრულებული
სტრუქტურა
ვაკანსია
ცხელი ხაზი
2 61 90 50
კახეთის გზატკეცილი N67
(ცენტრალური ოფისი)