შპს თბილსერვის ჯგუფი

ცხელი ხაზი 2619050
ივანე კაჭარავას ქუჩის მიმდებარედ რკინიგზის ლიანდაგებთან არსებული ტერიტორია დასუფთავდა
30 მარტი, 2023
შპს „თბილსერვის ჯგუფის“ თანამშრომლებმა ავჭალაში, ივანე კაჭარავას ქუჩის მიმდებარედ, რკინიგზის ლიანდაგებთან არსებული ტერიტორია დაასუფთავეს.

სამუშაოებს „თბილსერვის ჯგუფის“ დირექტორი დავით ფაჩულია და „საქართველოს რკინიგზის“ ინფრასტრუქტურის ფილიალის დირექტორი გიორგი მარუქაშვილი გაეცნენ.

„ჩვენ აქტიურად ვთანამშრომლობთ „საქართველოს რკინიგზასთან“ და ხშირად ერთობლივად ვგეგმავთ დასუფთავების ღონისძიებებს. ამ ადგილის საყოფაცხოვრებო ნარჩენებისგან გაწმენდის თხოვნა მოქალაქეების მხრიდან შემოვიდა. მიუხედავად იმისა, რომ ტერიტორია არ არის ჩვენი კომპანიის მოვლა-პატრონობაში, გავითვალისწინეთ ადგილობრივი მოსახლეობის სურვილი და სრულად გავწმინდეთ ლიანდაგების მიმდებარედ არსებული მონაკვეთი“, - აღნიშნა დავით ფაჩულიამ.

დასუფთავების ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო „თბილსერვის ჯგუფის“ 20-მდე თანამშრომელმა. ადგილზე მობილიზებული იყო სპეცტექნიკაც.
მთავარი ჩვენ შესახებ მედია ცენტრი სერვისები კანონდებლობა პროექტები
კომპანიის შესახებ სიახლე მიმდინარე
კომპანიის მენეჯმენტი განცხადება დასრულებული
სტრუქტურა
ვაკანსია
ცხელი ხაზი
2 61 90 50
კახეთის გზატკეცილი N67
(ცენტრალური ოფისი)