რუსთაველისა და ჭავჭავაძის გამზირზე არსებული მიწისქვეშა გადასასვლელები მოირეცხა
12 აპრილი, 2023
რუსთაველისა და ჭავჭავაძის გამზირზე არსებული მიწისქვეშა გადასასვლელები მოირეცხა. სამუშაოები "თბილსერვის ჯგუფის" დასუფთავების დეპარტამენტის თანამშრომლებმა შეასრულეს.
აღნიშნულ გამზირებზე საერთო ჯამში 10 მიწისქვეშა გადასასვლელია, სადაც მორეცხვის სამუშაოები კვირაში სამჯერ სრულდება.