შპს თბილსერვის ჯგუფი

ცხელი ხაზი 2619050
დასუფთავების სამუშაოები დიდ დიღომში
08 მაისი, 2023
შპს „თბილსერვის ჯგუფის“ თანამშრომლებმა დიდ დიღომში, გიორგი გეხტმანის I შესახვევის მიმდებარე ტერიტორია დაასუფთავეს. კომპანიის 25-მა თანამშრომელმა მეორადი საბურავები გაიტანეს და დანაგვიანებული ადგილები სამშენებლო ნარჩენისგან გაწმინდეს. ადგილზე მობილიზებული იყო სპეცტექნიკა.

„თბილსერვის ჯგუფი“ მოქალაქეებს და კერძო კომპანიებს მოუწოდებს, სამშენებლო ნარჩენი მხოლოდ კანონით განსაზღვრულ ტერიტორიაზე განათავსონ, რომლის შესახებ სრული ინფორმაციის მიღება შესაძლებელია „თბილსერვის ჯგუფის“ ცხელ ხაზზე - 2 61 90 50.

რაც შეეხება მეორად საბურავებს, საჭიროა, დაინტერესებულმა პირებმა მიმართონ იმ კომპანიებს, რომლებიც საბურავების გადამუშავების სპეციალურ ნებართვას ფლობენ. მსგავსი კომპანიების შესახებ ინფორმაციის მოძიებას მოქალაქეები გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროშიც შეძლებენ.
მთავარი ჩვენ შესახებ მედია ცენტრი სერვისები კანონდებლობა პროექტები
კომპანიის შესახებ სიახლე მიმდინარე
კომპანიის მენეჯმენტი განცხადება დასრულებული
სტრუქტურა
ვაკანსია
ცხელი ხაზი
2 61 90 50
კახეთის გზატკეცილი N67
(ცენტრალური ოფისი)