სანიაღვრე სამუშაოები
20 მაისი, 2023
ქეთევან დედოფლის გამზირზე, მეტროსადგურ „ისნის“ მიმდებარედ ძველი, არასტანდარტული გვერდმიმღების რეკონსტრუქცია და დამატებით ახალი სანიაღვრე ქსელის მოწყობა მიმდინარეობს.
პროექტის ფარგლებში, 30 გრძივ მეტრზე 300 მმ-იანი გოფრირებული მილები ეწყობა და 16 სანიაღვრე მიმღები ჭა მონტაჟდება.
აღნიშნულ სამუშაოებს „თბილსერვის ჯგუფის“ სანიაღვრე დეპარტამენტის სარემონტო-სამშენებლო სამსახურის თანამშრომლები ასრულებენ.