შპს თბილსერვის ჯგუფი

ცხელი ხაზი 2619050
სამშენებლო ნარჩენების უკანონოდ განთავსების ფაქტები გამოვლინდა
26 აპრილი, 2016
„თბილსერვის ჯგუფმა“ სამშენებლო ნარჩენების უკანონოდ განთავსების ათეულობით ფაქტი გამოავლინა.
შპს „თბილსერვის ჯგუფის“ ზედამხედველობის სამსახური დედაქალაქის მასშტაბით, კონტროლს განაგრძობს - სამშენებლო, ინერტული და სხვა სახის ნარჩენების უკანონოდ განთავსებაზე. გეგმიური ინსპექტირებისას „თბილსერვის ჯგუფის“ ზედამხედველობის სამსახურმა დიღმის სასწავლო საცდელი მეურნეობის ტერიტორიაზე და მის მიმდებარედ, რამოდენიმე ათეული სამართალდამრღვევი პირი გამოავლინა, რომლებიც აღნიშნულ ტერიტორიაზე სამშენებლო, ინერტული და სხვა სახის ნარჩენების უკანონოდ განთავსებას ახორციელებდნენ.
„ჩვენს მიერ განხორციელებული გეგმიური ინსპექტირებისას მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე, სამშენებლო, ინერტული და სხვა სახის ნარჩენების უკანონოდ განთავსების ათეულობით ფაქტი გამოვლინდა. სამართალდამრღვევი პირები უკანონოდ ახორციელებდნენ, როგორც კერძო, ასევე მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთების სხვადასხვა სახის ნარჩენებით დაბინძურებას - გარემოზე ზიანის მიყენებას. „თბილსერვის ჯგუფის“ ზედამხედველობის სამსახურის მიერ გამოვლენილი ყველა სამართალდამრღვევი პირი „ნარჩენების მართვის კოდექსის“ შესაბამისად დაჯარიმდა, მასალები შემდგომში რეაგირების მიზნით გადაგზავნილია შესაბამის სამსახურებთან - მიმდინარეობს მოკვლევა. 
მოვუწოდებ ყველა სამართალდამრღვევ პირს, რომ სამშენებლო, ინერტული და სხვა სახის ნარჩენები განათავსონ მუნიციპალიტეტის მიერ ნებადართულ ტერიტორიებზე, წინააღმდეგ შემთხვევაში ადმინისტრაციულ-სამართლებრივი ღონისძიებები ყველა სამართალდამრღვევი პირის მიმართ განხორციელდება.“ - განაცხადა შპს „თბილსერვის ჯგუფის“ დირექტორის მოადგილემ ლევან გოგოძემ.
შპს „თბილსერვის ჯგუფის“ ზედამხედველობის სამსახური მათზე დაკისრებული უფლებამოსილების მიხედვით ვალდებულია, თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე აწარმოოს ინსპექტირება, „ნარჩენების მართვის კოდექსის“ დარღვევებზე რეაგირება - მათი აღკვეთა და სამართლებრივი ღონისძიებების გატარება.
მთავარი ჩვენ შესახებ მედია ცენტრი სერვისები კანონდებლობა პროექტები
კომპანიის შესახებ სიახლე მიმდინარე
კომპანიის მენეჯმენტი განცხადება დასრულებული
სტრუქტურა
ვაკანსია
ცხელი ხაზი
2 61 90 50
კახეთის გზატკეცილი N67
(ცენტრალური ოფისი)