შპს თბილსერვის ჯგუფი

ცხელი ხაზი 2619050
მინი ფეხბურთის ჩემპიონატი
16 ივნისი, 2023
შპს „თბილსერვის ჯგუფის“ თანამშრომლებს შორის მინი ფეხბურთში ჩემპიონატი გაიმართა. ფინალურ მატჩში ერთმანეთს დასუფთავების დეპარტამენტის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონისა და გარე განათების დეპარტამენტის გუნდები დაუპირისპირდნენ.

თამაში დამატებით დროში დასუფთავების დეპარტამენტის გუნდის გამარჯვებით დასრულდა. ტურნირის ჩემპიონებს გამარჯვება „თბილსერვის ჯგუფის“ დირექტორმა დავით ფაჩულიამ მიულოცა და მოადგილეებთან ერთად ჯილდოები გადასცა.

თასებით, მედლებით, სიგელებითა და სამახსოვრო პრიზებით მეორე და მესამე ადგილოსანი გუნდებიც დაჯილდოვდნენ. ასევე, შეჯიბრების რამდენიმე მონაწილეს ინდივიდუალური ჯილდო გადაეცა.

ჩემპიონატში „თბილსერვის ჯგუფის“ თანამშრომლებისგან დაკომპლექტებული 15 გუნდი მონაწილეობდა.
მთავარი ჩვენ შესახებ მედია ცენტრი სერვისები კანონდებლობა პროექტები
კომპანიის შესახებ სიახლე მიმდინარე
კომპანიის მენეჯმენტი განცხადება დასრულებული
სტრუქტურა
ვაკანსია
ცხელი ხაზი
2 61 90 50
კახეთის გზატკეცილი N67
(ცენტრალური ოფისი)