სანიაღვრე ქსელის გარეცხვა-გაწმენდის სამუშაოები
21 ივნისი, 2023
დედაქალაქის მასშტაბით, სანიაღვრე ჭების, კოლექტორებისა და ცხაურების გაწმენდა-გარეცხვის სამუშაოები გრძელდება.
ამჯერად ლიბანის ქუჩაზე, პეკინის გამზირზე, მარჯანიშვილისა და ასევე, ილურიძის ქუჩაზე არსებული სანიაღვრე ქსელები სპეცმანქანის საშუალებით გაირეცხა.
შესაბამისი სამუშაოები „თბილსერვის ჯგუფის“ სანიაღვრე და სადრენაჟე ქსელების ექსპლუატაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა შეასრულეს.