შპს თბილსერვის ჯგუფი

ცხელი ხაზი 2619050
ინსპექტირება ჩუღურეთის რაიონში
26 აპრილი, 2016
დღეს „თბილსერვის ჯგუფის“ ზედამხედველობის სამსახურის მიერ, ჩუღურეთის რაიონში განხორციელებული გეგმიური ინსპექტირებისას რამოდენიმე სამართალდამრღვევი პირი გამოვლინდა. „თბილსერვის ჯგუფის“ მიერ გამოვლენილი ყველა სამართალდამრღვევი პირი „ნარჩენების მართვის კოდექსის“ შესაბამისად დაჯარიმდა. 
„ჩვენს მიერ განხორციელებული გეგმიური ინსპექტირებისას, ჩუღურეთის რაიონში, კერძოდ ხუდადოვის ტყის მიმდებარედ სამშენებლო ნარჩენების უკანონოდ განთავსების რამდენიმე ფაქტი გამოვლინდა, ჩვენი სამსახურის მიერ გამოვლენილი ყველა სამართალდამრღვევი პირი „ნარჩენების მართვის კოდექსის“ შესაბამისად დაჯარიმდა. 
მოვუწოდებ, ყველა სამართალდამრღვევ პირს, რომ თავი შეიკავონ სამშენებლო, ინერტული და სხვა სახის ნარჩენების თვითნებურად დაყრისაგან და სამშენებლო, ინერტული და სხვა სახის ნარჩენები განათავსონ მუნიციპალიტეტის მიერ ნებადართულ ტერიტორიებზე. ასევე, მინდა მადლობა გადავუხადო ხუდადოვის ტყის მიმდებარედ მცხოვრებ მოსახლეობას, რომელთაც გამოთქვეს სურვილი მსგავსი ფაქტის შენიშვნის შემთხვევაში დაგვიკავშირდნენ - მოგვაწოდონ ინფორმაცია. მოგეხსენებათ, ჩვენი ეკიპაჟები ოცდაოთხი საათის განმავლობაში ქალაქის მასშტაბით გადაადგილდებიან და შეიძლება იმ კონკრეტულ დროს იმყოფებოდნენ სხვა ლოკაციაზე. ჩვენთვის და ქალაქისათვის მოსახლეობის ასეთი ჩართულობა ძალიან მნიშვნელოვანია, ამიტომ მოვუწოდებ ყველას ვინც მსგავსი ფაქტის მომსწრე გახდება დაგვიკავიშირდნენ „თბილსერვის ჯგუფის“ ცხელ ხაზზე: 261 90 50 .“ - განაცხადა შპს „თბილსერვის ჯგუფის“ დირექტორის მოადგილემ ლევან გოგოძემ.
შპს „თბილსერვის ჯგუფის“ ზედამხედველობის სამსახური მათზე დაკისრებული უფლებამოსილების მიხედვით ვალდებულია, თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე აწარმოოს ინსპექტირება, „ნარჩენების მართვის კოდექსის“ დარღვევებზე რეაგირება - მათი აღკვეთა და სამართლებრივი ღონისძიებების გატარება.
მთავარი ჩვენ შესახებ მედია ცენტრი სერვისები კანონდებლობა პროექტები
კომპანიის შესახებ სიახლე მიმდინარე
კომპანიის მენეჯმენტი განცხადება დასრულებული
სტრუქტურა
ვაკანსია
ცხელი ხაზი
2 61 90 50
კახეთის გზატკეცილი N67
(ცენტრალური ოფისი)