სამუშაოები მარშალ გელოვანის გამზირზე
13 ივლისი, 2023
მარშალ გელოვანის გამზირი N12-ის მიმდებარედ არსებული სანიაღვრე ქსელის სათავე ნაგებობის გაწმენდა სპეცტექნიკით მიმდინარეობს.
უხვი ნალექის შედეგად სათავე ნაგებობა ფერდობიდან ჩამონაშალი ქვა-ღორღით ამოივსო, რის გამოც 1000 მმ-იანი კოლექტორის გამტარიანობას შეექმნა პრობლემა.
გაწმენდის სამუშაოების დასრულების შემდეგ, სათავე ნაგებობის ფუნქციონირებას პრობლემა აღარ ექნება.