შპს თბილსერვის ჯგუფი

ცხელი ხაზი 2619050
დასუფთავების სამუშაოები აგლაძის ქუჩაზე
20 ივლისი, 2023
შპს „თბილსერვის ჯგუფის“ თანამშრომლებმა აგლაძის ქუჩა N10, 14, 16ა-ში მდებარე რეკრეაციულ სივრცეში დასუფთავების ღონისძიება ჩაატარეს. ტერიტორია გაიწმინდა, როგორც საყოფაცხოვრებო, ისე სამშენებლო ნარჩენისგან.

სამუშაოებს „თბილსერვის ჯგუფის“ დირექტორი დავით ფაჩულია თბილისის საკრებულოს დიდუბის რაიონის მაჟორიტარ დეპუტატ გივი ჩხარტიშვილთან ერთად გაეცნო.

„გვინდა კიდევ ერთხელ მოვუწოდოთ მოქალაქეებს, გავუფრთხილდეთ ჩვენს ქალაქს, ნუ დავანაგვიანებთ რეკრეაციულ სივრცეებს. ასეთ ადგილებში საყოფაცხოვრებო ან სამშენებლო ნარჩენის დაყრა დაუშვებელია. მსგავსი პრობლემების მოგვარებას მხოლოდ ერთიანი ძალისხმევით, საზოგადოების თანადგომით შევძლებთ“, - აღნიშნა დავით ფაჩულიამ.

დასუფთავების აქციაში ჩართული იყო „თბილსერვის ჯგუფის“ 25 თანამშრომელი და კომპანიის სპეცტექნიკა.
მთავარი ჩვენ შესახებ მედია ცენტრი სერვისები კანონდებლობა პროექტები
კომპანიის შესახებ სიახლე მიმდინარე
კომპანიის მენეჯმენტი განცხადება დასრულებული
სტრუქტურა
ვაკანსია
ცხელი ხაზი
2 61 90 50
კახეთის გზატკეცილი N67
(ცენტრალური ოფისი)