დასუფთავების სამუშოები თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე
01 აგვისტო, 2023
შპს „თბილსერვის ჯგუფის“ თანამშრომლებმა ნაძალადევის რაიონში, თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიიდან სამშენებლო ნარჩენები და მეორადი საბურავები გაიტანეს. დასუფთავების აქციაში ჩართული იყო კომპანიის სპეცტექნიკა.
სამუშაოებს „თბილსერვის ჯგუფის“ დირექტორი დავით ფაჩულია, ნაძალადევის რაიონის გამგებელი ირაკლი ანდღულაძე და თბილისის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი ირაკლი ხელაძე გაეცნენ.
„სამწუხაროა, რომ მსგავსი ადგილების დასუფთავების შემდეგ, კვლავ მეორდება სამშენებლო ნარჩენისა და მეორადი საბურავების უკანონოდ განთავსების ფაქტები. ყოველდღიურად ვუხსნით მოქალაქეებს, რომ ეს კანონდარღვევაა. მოსახლეობის მხარდაჭერის გარეშე, მხოლოდ „თბილსერვის ჯგუფისა“ და მუნიციპალური ინსპექციის თანამშრომლები ვერ მოერევიან ამ პრობლემას. აღნიშნულ ტერიტორიაზეც გამკაცრდება კონტროლი და ყველა კანონდამრღვევი პირი დაჯარიმდება“, - განაცხადა დავით ფაჩულიამ.
სამშენებლო ნარჩენების კანონიერად განთავსების შესახებ ინფორმაციის მიღება შესაძლებელია „თბილსერვის ჯგუფის“ ცხელ ხაზზე - 2 61 90 50.