დასუფთავების აქცია მთაწმინდის რაიონში
03 აგვისტო, 2023
„თბილსერვის ჯგუფის“ თანამშრომლებმა მთაწმინდის რაიონში დასუფთავების აქცია ჩაატარეს. საყოფაცხოვრებო ნარჩენისგან გაიწმინდა ამაღლების ჩიხის მიმდებარედ არსებული ფერდობი და ბილიკები.
სამუშაოებს „თბილსერვის ჯგუფის“ დირექტორი დავით ფაჩულია მთაწმინდის რაიონის გამგებელთან, დავით კირკიტაძესთან ერთად გაეცნო.
„დასუფთავების ღონისძიებებს თბილისის ათივე რაიონში ვაგრძელებთ. ამჯერად ჩვენმა თანამშრომლებმა მთაწმინდაზე გამწვანებული სივრცე დაასუფთავეს. მოქალაქეებს ვთხოვთ, გავუფრთხილდეთ ბუნებას და საყოფაცხოვრებო ნარჩენი მხოლოდ კონტეინერებში მოვათავსოთ“, - აღნიშნა დავით ფაჩულიამ.
აქციაში „თბილსერვის ჯგუფის“ 20-მდე თანამშრომელი იყო ჩართული. დასუფთავების ღონისძიებები დედაქალაქის მასშტაბით სისტემატურად ტარდება.