ქუჩების მორეცხვის სამუშაოები დედაქალაქში
13 აგვისტო, 2023
დედაქალაქში ქუჩების მორეცხვა გრძელდება. ამჯერად მორეცხვის სამუშაოები ქეთევან დედოფლის გამზირზე შესრულდა.
მოირეცხა გზის სავალი ნაწილი, მიწისქვეშა გადასასვლელი, ავლაბრის მოედანი, ასევე, ნარჩენების შემკრები მიწისზედა და მიწისქვეშა კონტეინერები.
მორეცხვის სამუშაოებს „თბილსერვის ჯგუფის“ დირექტორი დავით ფაჩულია გაეცნო.