საგზაო მონიშვნების დახაზვა მტკვრის მარცხენა სანაპიროზე
14 აგვისტო, 2023
მტკვრის მარცხენა სანაპიროზე გზის გამყოფი ზოლების, გვერდულების, ისრებისა და სხვა საგზაო მონიშვნების დახაზვა მიმდინარეობს. გზის დახაზვის სამუშაოებს თბილისის მერიის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს დავალებით, შპს „თბილსერვის ჯგუფი“ ასრულებს.
გზის დახაზვის სამუშაოებს „თბილსერვის ჯგუფის“ დირექტორი დავით ფაჩულია ადგილზე გაეცნო.
„მარცხენა სანაპიროზე საგზაო მონიშვნების დახაზვის ასეთი მასშტაბური სამუშაოები რამდენიმე წელია არ ჩატარებულა. მიმდინარე პროექტის ფარგლებში, აღნიშნულ სანაპიროზე გზა სრულად დაიხაზება“, - განაცხადა დავით ფაჩულიამ.
გზის გამყოფი ზოლები და გვერდულები ორკომპონენტიანი თერმო პლასტის საღებავით იხაზება, ხოლო ისრები, სდექ ხაზები და სხვა საგზაო მონიშვნების დატანა ორკომპონენტიანი ცივი პლასტის საღებავით ხდება.