სანიაღვრე ქსელის მოწყობა-რეაბილიტაციის სამუშაოები
17 აგვისტო, 2023
„თბილსერვის ჯგუფის“ თანამშრომლებმა სანიაღვრე ქსელის მოწყობა-რეაბილიტაციის სამუშაოები ოთხ მისამართზე განახორციელეს:
მარო მაყაშვილის ქუჩა N10;
წყნეთი, კიკეთის გადასახვევის მონაკვეთი;
ვაჟა-ფშაველას გამზირი N39;
ბერი გაბრიელ სალოსის გამზირი N66.
თითოეულ მისამართზე სხვადასხვა ტიპის სამუშაო შესრულდა - მოეწყო სანიაღვრე ქსელი, შეიცვალა დაზიანებული ცხაურები და სანიაღვრე ჭის ფილა ჩარჩო-ხუფით.