მორეცხვის სამუშაოები
20 აგვისტო, 2023
ვარკეთილში, საქართველოს ერთიანობისთვის მებრძოლთა ქუჩაზე, ასევე, ჯავახეთის, ალექსიძის, სუხიშვილის, შამანაურის, ხომლელისა და თაყაიშვილის ქუჩებზე მორეცხვის სამუშაოები შესრულდა.
მოირეცხა გზის სავალი ნაწილი, ნარჩენების შემკრები კონტეინერები და ქვეითთა გადასასვლელები.
სამუშაოებს „თბილსერვის ჯგუფის“ დირექტორის მოადგილე დავით გელოვანი და დედაქალაქის საკრებულოს სამგორის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი რევაზ სოხაძე გაეცნენ.