შპს თბილსერვის ჯგუფი

ცხელი ხაზი 2619050
დასუფთავების აქცია გლდანის რაიონში
24 აგვისტო, 2023
დასუფთავების მორიგი აქცია გლდანის რაიონში ჩატარდა. შპს „თბილსერვის ჯგუფის“ თანამშრომლებმა, სპეცტექნიკის საშუალებით, უკანონოდ განთავსებული სამშენებლო ნარჩენები გლდანის რაიონში შემდეგი სამი მისამართიდან გაიტანეს: მუხიანში - ნოზაძის ქუჩიდან, გლდანის I მ.რ. N8 კორპუსის მიმდებარე ტერიტორიიდან და ზაჰესში - შოთაძის ქუჩიდან. ასევე, სამივე ლოკაცია მოირეცხება.

ნოზაძის ქუჩაზე მიმდინარე დასუფთავების სამუშაოებს „თბილსერვის ჯგუფის“ დირექტორი დავით ფაჩულია, გლდანის რაიონის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი ბესიკ კალაძე და თბილისის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი კონსტანტინე ზარნაძე გაეცნენ. აღნიშნულ მისამართზე ნარჩენების შემკრები ექვსი ახალი კონტეინერიც განთავსდა, ასევე, მონიტორინგის მიზნით ფოტოხაფანგი დამონტაჟდა.

საყოფაცხოვრებო ნარჩენისთვის განკუთვნილ კონტეინერებში ან მიმდებარედ სამშენებლო/ინერტული ნარჩენების განთავსება დაუშვებელია. გლდანის რაიონში, თბილისის შემოვლითი გზის მე-15 კილომეტრის მიმდებარედ ფუნქციონირებს ინერტული ნარჩენების განთავსების ობიექტი, სადაც ნებისმიერ ფიზიკურ თუ იურიდიულ პირს ხელმისაწვდომ ფასად შეუძლია ასეთი სახის ნარჩენის კანონიერად განთავსება.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაციის მიღება შესაძლებელია „თბილსერვის ჯგუფის“ ცხელ ხაზზე - 2 61 90 50 და ვებგვერდზე
მთავარი ჩვენ შესახებ მედიაცენტრი სერვისები კანონდებლობა პროექტები
კომპანიის შესახებ სიახლე მიმდინარე
კომპანიის მენეჯმენტი განცხადება დასრულებული
სტრუქტურა
ვაკანსია
ცხელი ხაზი
2 61 90 50
კახეთის გზატკეცილი N67
(ცენტრალური ოფისი)