„თბილსერვის ჯგუფის“ გამორჩეული თანამშრომელი
25 აგვისტო, 2023
„თბილსერვის ჯგუფის“ თანამშრომელს, 87 წლის გივი მამულაშვილს გარე განათების სამსახურში მუშაობის 70 წელი შეუსრულდა. ბატონი გივი თბილისის საპატიო მოქალაქეა.
მას დღეს „თბილსერვის ჯგუფის“ დირექტორი დავით ფაჩულია შეხვდა, აღსანიშნავი თარიღი მიულოცა და მადლობის სიგელი გადასცა.
გივი მამულაშვილი პროფესიით ენერგეტიკოსია. გარე განათების ოსტატი ამ საქმიანობას სტუდენტობიდან, 1953 წლიდან შეუდგა და 70 წელია, რაც დედაქალაქს ემსახურება.